გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ წინარეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სარწყავი არხი მოეწყო

22-08-2022

სოფელ წინარეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.


არხის სიგრძე 1130 გრძივი მეტრია, სადაც გაწმენდის შემდეგ 132 გრძივ მეტრზე d=500 მმ პოლიეთილენის მილი ჩალაგდა.


არსებული არხი, რომელიც წინარეხის მოსახლეობის ფართობებს ასარწყავებს გაწმენდას და რეაბილიტაციას საჭიროებდა.


სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოების პრობლემის მოგვარება მოსახლეობამ სოფლის კრებაზე გადაწყვიტა.


არხის გაწმენდა-რეაბილიტაციაზე 23 900 ლარი დაიხარჯა, რომლის სამუშაოები ი/მ დავით კოშაძემ შეასრულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930