გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
შალვა ბედოიძე: არასრულწლოვნების დაკითხვასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და საჩივარი არ დაფიქსირებულა

7-07-2018

საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.


„არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა“-განაცხადა შალვა ბედოიძემ.


ირაკლი ფიფიას განცხადებით კი: „თითოეულ არასრულწლოვანს ყველა შემთხვევაში ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. თუ არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ საპროცესო წარმომადგენელს; ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არ ჰყოლია, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე, რა თქმა უნდა, შეეთავაზა მათ რომ საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით“.


გამომძიებლებმა ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამმდებობის პირისგინ, რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით რაიმე სახის დავალება და მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არცერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
„გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“-განაცხადა ბედოიძემ.
კომისიის წევრ, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია? - შალვა ბედოიძემ უპასუხობა, რომ: „გამოკითხვები და გასაუბრებები ხდებოდა ნებაყოფლობით გამოსაკითხ პირებთან. არავის მხრიდან, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან - არც არასრულწლოვნების და არც მათ".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930