გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანაკლიის საზაფხულო ბანაკში უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულე მოზარდი დაისვენებს

10-07-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, უკრაინაში, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში მცხოვრები 144 თანამემაულე მოზარდი.
პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოზარდებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისტორიული სამშობლო, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომელშიც, ტრადიციულად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031