გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ქართული კომპანიის მაღაზია გაიხსნა

10-07-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ჰონგ-კონგში, ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში Harbour City ქართულიტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანიის „გეფერინის“ მაღაზია გაიხსნა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც დამატებით რამდენიმე მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომის საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930