გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა თადუმაძე: საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება

11-07-2018

პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, პროკურატურაში მთავარი გამოწვევა საზოგადობის ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინია.
მისივე თქმით, იმ რეფორმების შედეგად, რომელსაც საპროკურორო საბჭოს სხდომზე წარადგენს სამართლიანი პროკურატურა, თავდაჯერებული პროკურორი და ღია სახელმწიფო უწყება მიიღება.

„მთავარი პრობლემა, რაც ამ უწყებაში არსებობს, ეს არის საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
მე წარვდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვუდგენ იმ ხედვას, რომელიც გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ უწყებას მაღალი საზოგადოებრივი ნდობა მოიპოვოს და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ქვია. ამ რეფორმის განხორციელების ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება“- განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031