გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: ქალებისთვის მოძალადესთან ღიად დაპირისპირება გადაულახავ პრობლემას აღარ წარმოადგენს

11-07-2018

პარლამენტარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.

მისივე თქმით, სამართალდამცავი უწყებისადმი ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის გაზრდა იმას მიუთითებს, რომ ქალებისთვის მოძალადესთან ღიად დაპირისპირება გადაულახავ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

 

„შენ უნდა ამოიღო ხმა, თუ გინდა, რომ ძალადობა დასრულდეს!

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არა მარტო ის ქალია, ვისზეც ძალადობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც ამ ძალადობაში იზრდებიან და ტრამვირდებიან და, ზოგადად, საზოგადოება, რომელიც შეიძლება ძალადობას ჩვეულებად  და ტრადიციად მიიჩნევდეს.

 

ამ რეალობის წინააღმდეგ საბრძოლველად ნამდვილად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს შსს და ის ახალი დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე და, მათ შორის, განსაკუთრებულად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს

 

 ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ და დისკრიმინაციით ჩადენილ დანაშაულებზე შსს-ს ბოლო 6 თვის მონაცემები 2017 წლის მთლიან მონაცემებს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წელს პოლიცია ორმაგად აქტიურად იბრძვის. მიმართვიანობის გაზრდა კი პირდაპირ იმას მიუთითებს, რომ ქალებისთვის მოძალადესთან ღიად დაპირისპირება გადაულახავ პრობლემას აღარ წარმოადგენს და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების უმეტესობისთვის პოლიცია უკვე საიმედო პარტნიორი, რომელსაც საშიში ვითარების შემთხვევაში მიმართავს.  

 

შსს კი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით.

გუშინდელ ბრიფინგზე დაანონსდა შემდეგი ნაბიჯები:

 

➜ წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები;

➜ ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება;

➜ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული ხდება დამამძიმებელი გარემოება;

➜ ოჯახში მოძალადეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება;“- განაცხადა წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031