გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2022 წელს ComCom-მა აბონენტებს ნომრის პორტირება გაუმარტივა

1-06-2023

ComCom-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი წესები დაამტკიცა.


განახლებული წესების მიხედვით, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ. ამასთან ერთად კი, შეეძლებათ შეინარჩუნონ არსებული ნომერი ცვლილების მიუხედავად.


„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში "განხორციელებული ცვლილებები, ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა და ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის შესაბამისად მომზადდა.


პორტირების ახალი წესები 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2022 წელს კი, მობილური ოპერატორების ქსელში 52 ათასი ნომერი დაპორტირდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 15 ათასი პორტირებული ნომრით მეტია. გასულ წელს, ყველაზე მეტი დაპორტირებული აბონენტი "მაგთიკომის" ქსელში დაფიქსირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930