გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

8-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშესთან.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

 

საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე. ჟერარდ ლარშემ საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაზე და აღნიშნა, რომ მისი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე  ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და წლების მანძილზე არსებული ისტორიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728