გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავის ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

21-08-2018

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება ერთი წლით შეეზღუდა.
სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ საავტორიზაციო საბჭოს მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით აბიტურიენტების მიღება შეეზღუდა. გვგონია, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივია. ის არგუმენტი კი, რომელიც საავტორიზაციო საბჭომ დაასახელა, არის მცდარი"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტს დეპოზიტზე საკმარისი თანხა აქვს და საბჭოს გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა. 
"შავი ზღვის უნივერსიტეტი აცხადებს და ცნობაც აქვს წარმოდგენილი, რომ 739 000 ლარი უდევს დეპოზიტზე. ამიტომ ის საბაბი, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს გააჩნია, არის სრულიად უსაფუძვლო და არაკომპეტენტური. ამ საქმეს, ცხადია გავახმაურებთ, "-განაცხადა ბარათაშვილმა.

ამ წუთებში კი სტუდენტები განათლების მინისტრს ხვდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა, თუმცა სტუდენტები მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს ჩაატარებენ. 

შეგახსენებთ, 2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031