გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილო, გოგაშვილის შეცვლა არ გიშველის

21-08-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე წერს, რომ მისი კანდიდატურა   ჩაფლავებულია.

„ის,  რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია,  ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას და ხან ვის სთავაზობს, ხან ვის...“-წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ახლად დანიშნული  გუბერნატორები სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებისათვის ემზადება.

 

„ვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!

ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის. გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს- ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს . არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“-წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930