გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მმართველები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

23-06-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების კომპანიების მმართველები  ესტუმრნენ.

 

ვიზიტის მიზანს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მათ შორის უკაბელო კავშირების  გაცნობას წარმოადგენდა.

 

დელეგაციის  წევრებს შორის უკაბელო კავშირის სენსორული მოწყობილობების მიმართულებით მწარმოებელი მსოფლიო  ლიდერი „Libelium” იყო, რომელიც მუშაობს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის სისტემების (Smart Agriculture Solution) შექმნაზე.

 

დელეგაციამ შეხვედრა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების და მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც ყურადღება ინფორმაციის გაზიარებაზე, ტრენინგების მოწყობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.


ვიზიტის ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ესპანელებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციობაზაზე უმასპინძლა,ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამპელოგრაფიული კოლექციადა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნო.


დელეგაცია, 21-22 ივნისს, საქართველოში სავაჭრო მისიით იმყოფებოდა და მათ,  ანკარაში ესპანეთის საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი, გილერმო კესლერი ხელმძღვანელობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930