გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რუსთავი 2“-ის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოს გადაეგზავნება

24-08-2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს ეთერში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნება.


კომისია განმარტავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ვალდებული იყო დაეცვა პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, მიეწოდებინა კომისიისთვის შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება.


"შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა საკუთარ ეთერში განათავსა კომისიაში ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის გარეშე. ასევე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ/წინასარჩევნო რეკლამებში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, კერძოდ, ის არ არის რეგისტრირებული ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით საარჩევნო სუბიექტად. ყოველივე აღნიშნული ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 83-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს"-აცხადებენ კომისიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031