გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით თანმიმდევრულად მივიწევთ წინ

24-08-2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები თანმიმდევრული უნდა იყოს. 
"ჩვენთვის მთავარია ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენი რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატოს კუთხით, ასევე ევროკავშირის კუთხით. ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც იყო მხარდაჭერის და თანადგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, გერმანია არის საქართველოსთან ერთად ,ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დადასტურა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031