გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ერთი "ქილერაა" პოლიტდევნილი და მეორე - ბაჩიაშვილი

10-07-2023

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ქართველიშვილის თქმით, ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მრწამსის გამო იდევნება, უსაფუძვლოა.

 

ის პარალელს ავლებს ალექსანდრე მუხაძისთვის ("ქილერა") პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და აღნიშნავს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე საქმეში რაიმე სახის დევნაზე საუბარი სიცრუე და დეზინფორმაციაა.

 

“პირდაპირი ასოციაცია შეიძლება არ იყოს, მაგრამ ხელწერაა ერთი: 2022 წლის 25 თებერვალი, კიევი, უკრაინა, საათებია ომამდე - მაგრამ იცლიან და ქართველ ჯალათ ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეს ანიჭებენ "პოლიტიკური ნიშნით დევნილეს სტატუსს". სასამართლო განჩინებაში ვკითხულობთ: "საქართველოში მმართველი ხელისუფლების მიერ თავისი ანტირუსული პოზიციისთვის დევნის გამო".

 

ერთი "ქილერაა" პოლიტდევნილი და მეორე - ბაჩიაშვილი. ერთი "ქილერას" ანტიპუტინისტური განცხადება (პოსტი, სტატუსი) დამანახონ და მის მიმართ მაბულინგებელი "რუსოფილიური" კომენტარი, და მეორე - ბაჩიაშვილის ოპოზიციური ან "ელპიჭიტისეული" ნიშნით ჩაგვრის მაგალითი. არ არსებობს ბუნებაში არც ერთი, არც მეორე. არსებობს მხოლოდ ტოტალური სიცრუე, დეზინფორმაცია, ცილისწამება და უსამართლობა - რომლის ყოველ ჯერზე მოგერიება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ტრადიციულად "რუსულ კვალს" ატარებს...” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930