გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31-08-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: ა.მ-მ შემდგომი გასაღების მიზნით გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8.0365 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობით 1.7265 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 14 მარტს, 26 მარტს და 27 მარტს 400 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ.ს-ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან). 
სამართალდამცველებმა ა.მ. 2018 წლის 29 მარტს დააკავეს. ა.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 4.92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 1.39 გრამი ნაროტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება. 
ა.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930