გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

31-08-2018

მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს.
მისივე თქმით, შეღავათები მეტ ადამიანს შეეხება.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თითოეული მოქალაქე, საჭიროების შემთხვევაში, იღებს სამედიცინო მომსახურებას. ქუჩაში ადამიანები უფულობის გამო უკვე დიდი ხანია აღარ იღუპებიან, მაგრამ, ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ჯიბიდან დანახარჯები. ეს განსაკუთრებით რთული იყო მოწყვლადი ჯგუფებისთვის: სოციალურად დაუცველთათვის, პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის. ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და უფრო მეტ ადამიანს შეეხება ეს შეღავათი. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება ექნებათ. ეს შეეხება ფარისებრი ჯირკვლის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის სამკურნალოდ და მათ შეუძლიათ მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობის მედიკამენტი შეიძინონ ფასდაკლებით. მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება. 
ეს პროგრამა არის ფაქტიურად არის მოსახლეობის თანადგომის პროგრამა და ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტი საზრუნავი, თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ დაიცვას ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“- განაცხადა ხუნდაძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930