გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
აკაკი ზოიძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამის განხორციელება ჩვენი ხელისუფლების მობილიზაციამ და სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმმა განაპირობა

4-09-2018

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს და პროგრამის ამოქმედების დღიდან მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.


„ადამიანზე ორიენტირება - უბრალოდ სიტყვები არ არის ხელისუფლების, არამედ კონკრეტულ საქმეში გამოიხატება. ეს საქმე იყო ის, რაც თავის დროზე გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და რომლითაც ათასობით ადამიანი ფიზიკურად გადარჩა, ათიათასობით ოჯახი კი გადაურჩა გაღარიბებას კატასტროფული დანახარჯების გამო. ასევე უნიკალურია C ჰეპატიტის პროგრამა არამხოლოდ ამ ქყვეყანაში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს გარდა და ამის გამომწვევი ფაქტორი იყო სწორედ ხელისუფლების მობილიზაცია და ჩვენი სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმი, რათა არა მხოლოდ შეგვემუშავებინა, არამედ დაგვენერგა ეს პროგრამა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ყოველივე ამის გათვალისწინებით გვეძლევა შანსი რომ 2020 წლამდე ეს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება მოვსპოთ, რომელიც ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით 150 000 -მდე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში. აქედან 50 000 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, 44 000-მა უკვე იმკურნალა. შთამბეჭდავია შედეგები, 98%-ზე მეტია განკურნების მაჩვენებელი.
ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჯერჯერობით არ გაუვლია ტესტირება და მეორე მხრივ ის ადამიანები, რომელთაც დაუდგინდათ C ჰეპატიტი, მაქსიმალურად დროულად ჩაერთონ პროგრამაში, რადგან ეს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ და დავამარცხოთ C ჰეპატიტი. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა 2020 წლისთვის, რომელმაც ეს შეძლო“.


აკაკი ზოიძემ ახალი ინიციატივაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებისათვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.
„სწორედ C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრისთვის კეთდება ის, რაც დღეს გააკეთა სახელმწიფომ. მოხდა იმ ბარიერების იდენტიფიცირება თუ რის გამო არ ერთვებოდნენ ადამიანები როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის პროგრამაში და სამინისტრომ მაქსიმალურად შეამცირა ეს ბარიერები. მინიმუმ 140 ლარით შემცირდა ის ხარჯები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული საბოლოო დიაგნოსტირებასთან. სკრინინგი, პირველადი დიაგნოზი უფასოა. გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ვეტერანებისთვის 70%-ს დაფარავს სახელმწიფო. ამის გარდა ხდება დეცენტრალიზაცია. ყველა მუნიციპალიტეტში ფიზიკურად ხელმისაწვდომი ერთი დაწესებულება მაინც იქნება, რომ გეოგრაფიული პრობლემაც აღმოიფხვრას.
სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი რომ მოქალაქეები უპირველეს ყოვლისა ჩაერთონ დიაგნოსტირების და შემდეგ უკვე მკურნალობის პროგრამაში, რომლის ათეულ ათასობით ევროს ღირებულების მედიკამენტს აფინანსებს სახელმწიფო ამიტომ ყველა უნდა მობილიზდეს რომ მაქსიმალურად ჩაერთონ სკრინგიგს პროგრამაში“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930