გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონზე ჩატარდა  

11-01-2018


 

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია, რათა მსგავს საქმიანობაში ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს.

 

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია აუცილებელი იყო.

 

„ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში.

სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონზე ჩატარდა. მოხდა თუ არა გადამეტება, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამ წუთში კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სანამ გამოძიება არ იქნება, ჩემგან კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი “- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა,  საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა. ის სოფელ დუისის სასაფლაოზე 11 იანვარს დაკრძალეს.

 

საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930