გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

8-12-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.

 

გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა.

 

დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728