გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო

14-09-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო. 
კანონპროექტის საჯარო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მისი მიზანი კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება იყო.
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.
„ახალი კანონი არის თანამედროვე და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას, განსაკუთრებით აფხაზეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით სრულად ისარგებლონ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც.
ქართველ და აფხაზ სპორტსმენებს შორის ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა და მეგობრობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენებს კვლავ მიეცემათ საშუალება რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ შერიგების პროცესში და ერთმანეთის წარმატებებით მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930