გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

19-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე,  ჯამში  11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის  დაჭრილი  ხე-ტყე იყო განთავსებული.


მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ავტომანქანები დაილუქა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით შედგა, რაც 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031