გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი SME Policy Index - 2024 - ზე: მოხარული ვართ, რომ ვაფინანსებთ კვლევას, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველო ლიდერობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მიმართულებით

1-03-2024

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკმა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" - ის (SME Policy Index - 2024) პრეზენტაციას დაესწრო, კვლევაში საქართველოს წარმატება შეაფასა.


„მოხარული ვართ, რომ ევროკავშირი აფინანსებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველო ლიდერობას ყველა მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ასე რომ, ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ეს ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ, ევროკავშირს, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს, მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში, რომ მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის," - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031