გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირანის მოქალაქეებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

22-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ყ.-მ, ჟ.ყ.-მ, ა.ჯ.-მ და ს.ბ.-მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს 1033,79 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ფეხსაცმელებში მოათავსეს და 2018 წლის 17 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტის, "სადახლოს" გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.


გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე პირი 2018 წლის 18 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის, "სადახლოს" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა რ.ყ.-ს, ჟ.ყ.-ს, ა.ჯ.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. რ.ყ.-სთვის, ჟ.ყ.-სთვის, ა.ჯ.-სთვის და ს.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930