11-04-2024
"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გამჭვირვალობის შესახებ ფრანგული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატივაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ფრანგული კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ ჩარევაში იგულისხმება ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.
ის სვამს კითხვას, რატომ ამუნათებს საფრანგეთის ელჩი მსგავსი სახის კანონის გამო საქართველოს.
"ფრანგულ კანონპროექტში გამჭვირვალობის შესახებ, ერთი ნიშანდობლივი დეტალია: ინიციატივა #269 - •მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას, უცხო ხელისუფლებაში იგულისხმება - აშშ,კანადა, დიდი ბრიტანეთი,ნორვეგია,შვეიცარია,ლიხტენშტაინი,ისლანდია,უკრაინა, მოლდოვა,ავსტრალია და ნებისმიერი სხვა ქვეყანა,რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ოღონდ რატომღაც არ წერია რუსეთი, ჩინეთი და როგორ გავიგოთ ზემოხსენებული ამბავი, როგორც აღქმა, რომ რუსეთი საფრთხე არ არის და სხვათა შორის იგულისხმება თუ როგორც ფაქტი, რომ ინიციატივაში დასახელებული ქვეყნები უფრო მეტად ქმნიან საფრთხეებს საფრანგეთისთვის?! საფრანგეთის ელჩი, რომ გვამუნათებს, ეგ როგორ გავიგოთ, საქართველოსთვის აღქმა და საფრანგეთისთვის ფაქტი თუ პირიქით?! როგორც ჩანს, არც ფრანგულ კანონპროექტს კითხულობენ…" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.