გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოოდ, ეს არაფრისმომცემი პერფორმანსები მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს

1-05-2024

პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოოდ, ეს არაფრისმომცემი პერფორმანსები მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, დღევანდელ და შემდგომი დღეების აქციები და აქეთ-იქით მსვლელობები რეალურად ოპოზიციის ლიდერების მიერ კვამლის გამოშვება და შავი ფულის ათვისებაა.


„პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ.“ ხელისუფლება იჩენს პრინციპულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული. მერე იქნება მავნებელ სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც ასევე იქნება დაძლეული. რას აკეთებს ამასობაში პოლიტიკური უმცირესობა-ოპოზიცია და არასამთავრობოები: ატარებს აქციებს, ცდილობს სიტუაციის რადიკალიზაციას, ხან ერთი ადგილის გადაკეტვას, ხანაც პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, აქეთ-იქით მსვლელობებს. რას აკეთებს შსს: იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აი, ეს არის ამ მოვლენების სამი აქტორის მოქმედება. აქედან შსს-ს თანამშრომლებს უწევთ მაქსიმალური თავშეკავებისა და მოთმინების გამოვლინება აგრესიული მომიტინგეების მიმართ, თუმცა განსაკუთრებით შემტევებსა და კანონის დამრღვევებს აკავებს კიდეც.


პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოოდ, ეს არაფრისმომცემი პერფორმანსები, მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს. დღევანდელ და შემდგომი დღეების აქციები და აქეთ-იქით მსვლელობები რეალურად მათ ლიდერების მიერ კვამლის გამოშვებაა, ალბათ, უფრო შავი ფულის ათვისებაა. ორგანიზატორებს აშკარად თავის მართლება მოუწევთ, როგორც უცხოელ პატრონებთან, ასევე საკუთარ მხარდამჭერებთან. უცხოეთის პოლიტიკურ ელიტას, თავის საკუთარი პრობლემები ისედაც თავზე საყრელი აქვს, უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობით, ისრაელ-პალესტინა-ირანის დაპირისპირებით, საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევებით.


დასავლეთს, რომელიც მინიმუმ თავშეუკავებელი აღმოჩნდა განცხადებებში, სულ მალე მოუწევს სერიოზული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღება, ვის დაუჭიროს მხარი, რადიკალურ, უსახურ და ხელმოცარულ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელმაც სერიოზული თანხები არაერთხელ შეჭამა, თუმცა რევოლუცია ვერ მოახდინა. თუ ლეგიტიმურად არჩეულ და საკმაოდ პრინციპულ ხელისუფლებას, რომელთანაც თანამშრომლობაც და პარტნიორობაც გაცილებით მომგებიანი უნდა იყოს თავად ევროპელებისა და ამერიკელებისთვისაც“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930