გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე: მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, განხილული იქნება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს

16-05-2024

მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. 


მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს შესძენს. 


„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930