16-05-2024
„ვისაც ეს აკერმანისეული ტვინის რეცხვის ხელოვნება ბუნებრივი გგონიათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ოღონდ მალე გამოხვალთ ამ იდეოლოგიური ბახუსიდან და გვიან არ აღმოჩნდეს სინანული, როდესაც აღმოაჩენთ თუ რა მასშტაბის ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს თქვენი ემოციები და როგორ გირეცხეს ტვინები. ნუ, თუ არ გამოფხიზლდებით, გილოცავთ, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და პრობლემაც აღარ შეგაწუხებთ!“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც ეხმიანება სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებულ კონტრასტულ ფოტოებს, სადაც აქციის მონაწილეები ფერად, ხოლო სამართალდამცავები, შავ-თეთრ ფერებში არიან წარმოდგენილი.
მისი თქმით, ყველა მსგავს ფოტოს ახლავს წარწერა, რომ ამ თაობას ვერ დაამარცხებენ, რაც არის ხელოვნურად მტრებისა და მოკეთეების გამოგონების და აქციის მონაწილეების გარდა, დანარჩენი საზოგადოების ბნელ, მოღალატე და რეტროგრადად წარმოჩენის მცდელობა.
„აკერმანისეული „ლაით-მოტივებიდან” ნახეთ, როგორი თბილი ფოტოა, საყვარელი, ემპათიური და ბავშვური?! ვინ არ მოიწონებს, გააზიარებს, თანაუგრძნობს?! მტრები, მოღალატეები, მონები და დანარჩენი საზოგადოება, ვინც მათ არ ეთანხმება ნაცრისფერ-შავია, თალხი და ჭაობისფერი… მათ მხარესაა სიფერადე, ინფანტილურობა, ცისარტყელა და დანარჩენი ყველას მხარეს კი ნისლი, ბურუსი და სიბნელე. ეს არის, იდეოლოგიური ალუზიის შექმნის მცდელობა ისევე როგორც, მგალობელი ნეო-ლიბერალების ღამის თევა, ახალგაზრდა წყვილების აქციაზე დადგმული ქორწილები, პროტესტის დროს წიგნების კითხვა და შეტაკებებისას პიანინოზე საჯაროდ შესრულებული კომპოზიციები. თან ყველა ასეთ ფოტოს ახლავს წარწერა - ამ თაობას ვერ დაამარცხებთ! ანუ, ვიღაც ვიღაცის მტერია და დასამარცხებელია, გასანადგურებელი?! ეს არის ხელოვნურად მტრებისა და მოკეთეების გამოგონების მაგალითი, ილუზორული ბუშტის შექმნის მცდელობა, სადაც ყველა ფერადი, კეთილი და საყვარელია, ხოლო დანარჩენი საზოგადოება ბნელი, მოღალატე და რეტროგრადი.
ამიტომ ორი არჩევანია - ან ფერადებთან უნდა მიხვიდე ან კი, სიბნელეში დარჩე. ვისაც ეს აკერმანისეული ტვინის რეცხვის ხელოვნება ბუნებრივი გგონიათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ოღონდ მალე გამოხვალთ ამ იდეოლოგიური ბახუსიდან და გვიან არ აღმოჩნდეს სინანული, როდესაც აღმოაჩენთ თუ რა მასშტაბის ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს თქვენი ემოციები და როგორ გირეცხეს ტვინები. ნუ, თუ არ გამოფხიზლდებით, გილოცავთ, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და პრობლემაც აღარ შეგაწუხებთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.