17-05-2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან.
ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამმხრივ და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს.
მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის საქართველოში ჩატარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრზე, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.
აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი.