გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: არც ერთი კატეგორიის ფიზიკურ პირს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არაფერი ესაქმება - სულ რომ თავად ითხოვდეს მანდ მოხვედრას

19-05-2024

„სტუდენტების რიგიც დადგა. არა! არსად და არასდროს „გამჭვირვალობის კანონის" თანახმად არაა გათვალისწინებული სტუდენტების სადმე დარეგისტრირება," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ცდილობს იმ დეზინფორმაციული კამპანიის მხილებას, რომელიც ოპოზიციამ წამოიწყო.


დავით ქართველიშვილი ირწმუნება, რომ ფიზიკურ პირს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არაფერი ესაქმება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ NGO ან მისი მომსახურე ბანკი არ აწვდის იუსტიციის სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემოსავლების/ხარჯების შესახებ, შესაძლებელია ამ ხარჯების განკარგვაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს მოსთხოვონ.


„ვინაიდან დამატებითი კითხვები მაინც ჩნდება, გავაგრძელოთ ანტიდეზინფორმაციული სეანსები. სტუდენტების რიგიც დადგა. არა! არსად და არასდროს „გამჭვირვალობის კანონის" თანახმად არაა გათვალისწინებული სტუდენტების სადმე დარეგისტრირება. არც ერთი კატეგორიის ფიზიკურ პირს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არაფერი ესაქმება - სულ რომ თავად ითხოვდეს მანდ მოხვედრას.


ერთხელაც ვცდი და ამით დავასრულებ: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ NGO ან მისი მომსახურე ბანკი არ აწვდის იუსტიციის სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემოსავლების/ხარჯების შესახებ, შესაძლებელია ამ ხარჯების განკარგვაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს მოსთხოვონ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და თუ რომელიმე ეს პირი ამ ინფორმაციას არ მიაწვდის, მოხდება მისი დაჯარიმება ხუთი ათასი ლარით.


თუ ბანკი, NGO ან ფიზიკური პირი არ დაეთანხმება დაჯარიმებას, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში და თუ დადასტურდება არასწორი დაჯარიმება, თანხა უკან დაუბრუნდებათ. პერსონალური მონაცემების ის მაქსიმუმი, რომელთანაც წვდომას ითვალისწინებს კანონი - ფიზიკური პირის პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. მეტი ა რ ა ფ ე რ ი!!!" - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930