გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა პრეზიდენტის ვეტოზე: ვულოცავ, მიაღწია იმას, რომ ისტორიაში შევა, როგორც ყოვლად უცოდინარი, ფულზე გაყიდული ქვეყნის მტერი, ანტიეროვნული ვეტოების პრეზიდენტი

19-05-2024

ვულოცავ, მიაღწია იმას, რომ ისტორიაში შევა, როგორც ყოვლად უცოდინარი, ფულზე გაყიდული ქვეყნის მტერი, ანტიეროვნული ვეტოების პრეზიდენტი. მისი დადებული უარგუმენტო ვეტო კი დაიძლევა, როგორც სხვა დანარჩენი და „გამჭვირვალეობის კანონიც“ მიიღება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“.


ფოჩხუას თქმით, სალომე ზურაბიშვილს დავალება აქვს ყოველ მიზეზგარეშე უმტროს ქვეყანას და ის ისტორიაში დარჩება როგორც საქართველოს სირცხვილი.


„სალომეს ვეტო, ეს უკვე ცირკია. არც განხილვა, არც შენიშვნა, პირდაპირ ვეტო, ანტიეროვნული და უარგუმენტო! თუმცა რად უნდა არგუმენტი, დავალებაა შესასრულებელი ყოველ მიზეზგარეშე უმტროს ქვეყანას. ნაფტალინიდან ამოღებულ ამ ქალს პოპულარობაც უნდა (რაღა დროის ამის პოპულარობაა) როგორც ზელენსკის, ხომ იყო ლაპარაკი ამის თაობაზე კობახიძესთან.


ვულოცავ, მიაღწია იმას, რომ ისტორიაში შევა, როგორც ყოვლად უცოდინარი, ფულზე გაყიდული ქვეყნის მტერი, ანტიეროვნული ვეტოების პრეზიდენტი. მისი დადებული უარგუმენტო ვეტო კი დაიძლევა, როგორც სხვა დანარჩენი და გამჭვირვალეობის კანონიც მიიღება. ეს ქალი კი ისტორიაში დარჩება როგორც ჩვენი სირცხვილი!“, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930