გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, ეს იციან „ნაცსექტის“ სპიკერებმა, თუმცა მათი მორალი, ზნეობა დიდი ხანია ფსკერის ფსკერზეა, მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები

23-05-2024

„რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არა თუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციებს.


როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რადიკალებმა კარგად იციან, რომ ირაკლი შოთაძე სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა, ისინი მაინც სპეკულირებენ, ვინაიდან მათი მორალი და ზნეობა ფსკერზეა.


„რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არა თუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები. მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები და რევანშიზმი. გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, მისმა საახლობლომ და კოლეგებმა ეს იციან, ისევე როგორც მყრალი ნაცსექტის აქტიურმა სპიკერებმა, თუმცა ამ უკანასკნელთა მორალი, ზნეობა დიდი ხანია ფსკერის ფსკერზეა. ნაცჭაობი 26 ოქტომბერს უნდა დაშრეს! ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ირაკლი შოთაძეს! შეეწიოს უფალი!" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930