25-05-2024
„დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი, გიორგი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.
იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია.
„დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს.
აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში — Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo и OTP — 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს. ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს. ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია - “ფულს სუნი არ ასდის” - წერს გიორგი მდივანი.