26-05-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.