გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

26-05-2024

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც.


„ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930