27-05-2024
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“ გამოეხმაურა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით ის, რასაც „ხალხის ძალის “ წევრები დიდი ხანია ამბობენ, ასრულდა და ალტერნატიული მთავრობის შექმნის მცდელობას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა.
დეპუტატი განმარტავს იმასაც, რომ ეს პროცესები, უცვლელი სტრუქტურით და მექანიზმებით, ქვეყნის გარედან არის მართული.
„იგივე სტრუქტურაა და იგივე მექანიზმები, ახალს ვერაფერს ქმნიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში სათავეში იქნება სალომე ზურაბიშვილი, რაზეც გვქონდა აქცენტი. მისი ხელმძღვანელობით მოხდება დაკომპლექტება. თითქოს ყველა ეთანხმება ამ ადამიანს და ამ გეგმას. იქნება მცდელობა ქვეყნის გარეთ შედგენილი გეგმა - ალტერნატიული მთავრობის შექმნა მოიყვანონ სისრულეში,” - აღნიშნა ყაველაშვილმა.