გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. "ქართული ქარტიის" შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა - "ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "პოლიტიკური ქატო"

27-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს.


აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. "ქართული ქარტიის" შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა.


მანვე აღნიშნა, რომ "ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "პოლიტიკური ქატო".


„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. "ქართული ქარტიის" შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს აქვს და ექნება აუსრულებელი ნატვრა - ის ვერასდროს გახდება სახელმწიფო მოღვაწე. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა. "ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "პოლიტიკური ქატო"“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930