გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოლისა და გერის ცემისთვის ბრალდებულს სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

9-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და გერის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცლველად გთავაზობთ.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლისა და არასრულწლოვანი გერის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და ნივთის დაზიანებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 მარტს გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს - მ.ს.-ს და არასრულწლოვან გერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  მეუღლეს რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო 12 წლის გერს ფეხი ჩაარტყა მუხლში, შემდეგ კი მ.ს.-ს კუთვნილი კომპიუტერი და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.


სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით,  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930