გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ქანთარია: გრიგოლ ვაშაძეს რუსული პასპორტი ისევ გულში აქვს დამარხული

31-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია იმ თანამებრძოლებს მიმართავს, ვინც 2012 წელს რეჟიმის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.


„მინდა ძალიან დიდი მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 2012 წლის გამარჯვებაში. იმ თანამებრძოლეებს, რომლებიც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოვიდნენ და განზე გადგნენ. მე მესმის მათი გარკვეული მიზეზები, სხვადასხვა იყო ალბათ, ზოგს ეგონა მაინც მოხდებოდა სრული გამარჯვება პირველ ტურში, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო უსამართლობის შეგრძნება, გულის გატეხა და წყენის დაგროვება და მე ამაში ჩემ თანამებრძოლებთან აბსოლიტურად თანაზიარი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ დღეს, როდესაც მეორე ტურზე ჩვენ ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც გულში აქვს ისევ დამარხული რუსული პასპორტი და ფეხდაფეხ მიყვება ჩვენ მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წყენა, ყველაფერი გადაიდება და ყველანი ერთად ჩვენ არ დაუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის მატრიოშკას გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი და სხვა მატრიოშკებში სხედან სხვადასხვა დამნაშავეები, სხვადასხვა კალიბრის, ზოგიც ამჟამად გაქცეული პატიმარი. არ მგონია რომ ჩვენ მათ პარპაშს შეველევით, არა იმიტომ რომ ვინმეს ეშინია ვინმეს ჩამოსვლის, ან ვინმეს გამოსვლის არა იმიტომ, რომ ის წარმატებები რაც იყო ერთი ხელის მოსმით წაიშლება და ის პრობლემები კი რაც დაგროვდა გაათმაგდება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ და ჩემ ამ მთელ ჩემ ძველ გვარდიას, რომელმაც თავი გაწირეს სწორედ იმ დროს დარწმუნებული ვარ, რომ სრული მობილიზაციის შედეგად ჩვენ ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ და ძველ დროს გავიხსენებთ და მტერს არ გავაცინებთ. ამის შემდეგ კი ყველა კითხვას დავუბრუნდებით, თვალს გაუსწორებთ ყველა პრობლემას და დავიცავთ რათქმა უნდა იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წელს მივიღეთ და ამავე დროს შემდეგშიც ვეცდებით, რომ მძლავრი სამოქალაქო მოძრაობის სწორედ თანადგომით და თანამონაწილეობით ყველამ მიიღოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა და მომავალ არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა არა შიშით, არამედ იმედით მისცეს ხმა“-განაცხადა ქანთარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930