გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ ნინუა დაინიშნა

1-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის #406 ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ ნინუა დაინიშნა.


მიხეილ ნინუას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2005-2006 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში საქმიანობდა; მას შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები ეკავა. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

2010 წელს საქმიანობა კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია „Tethys Petroleum Limited” - ში განაგრძო, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.



2015-2017 წლებში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის „Skyland Petroleum Group” საოპერაციო დირექტორი, 2017 წლიდან კი, კომპანია „Avenue Construction Georgia”-ის დირექტორი გახლდათ.


2007 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი აქვს მინიჭებული. მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930