გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

27-05-2025

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავთან  დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიება დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას,  გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს.


ვახტანგ მაისურაძემ დააჯილდოვა აფხაზეთში სოხუმის დაცვისას გმირულად დაღუპული კასპის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიატები, ფულადი ჯილდო გადასცა გუნდურ ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს ირაკლი დემეტრაშვილს  და მის მწვრთნელს ნუგზარს მამულაშვილს.


მოეწყო ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევართა გამოფენა - გაყიდვა, გაიმართა სპორტული აქტივობები.


კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა;


ღონისძიება გალა კონცერტით დაასრულა  კასპის ბენდმა “Old Strings”-მა.


ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031