გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი ძალაა, ხოლო სააკაშვილი და უგულავა ამ ერთი ძალის ლიდერები

8-11-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა.

ამით წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას გაუკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფაქტი მათი ურღვევობის შესახებ, ვანო მერაბიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუშიც დაადასტურა.

„ბევრჯერ ითქვა, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალუღი მოძრაობა“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა და ეს ფაქტი ბატონმა ივანე მერაბიშვილმა მის ბოლო ინტერვიუშიც დაადასტურა. ამიტომ, სააკაშვილ-უგულავას შეხვედრაზე მე ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ, როგორც ადრე ერთი პოლიტიკური ძალის იყვნენ, ახლაც იმავე პოლიტიკური ძალის ლიდერები არიან“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031