გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა

8-11-2018

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს  მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს.

  

ახალი რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს არ ეხება.

 

რეგლამენტით რეგულაციები სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე წესდება, რომელიც  ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო  ხილისგან,   კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან მზადდება.

 

წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება.

 

 

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

 

 

აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც  ფოლგის ან ტყვიის  კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობითაა დახურული.

 

 

დადგენილების ამოქმედების ვადა მომავალი წლის პირველი აპრილიდან განისაზღვრა. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება 2020 წლის პირველ იანვრამდეა დაშვებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930