გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის მერიის და საკრებულოს სახელფასო ფონდი გაიზარდა

19-01-2018

ქუთაისის მერიის სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა და 3 460 000 ლარი გახდა. მერიის ინფორმაციით, სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოწვია, რომელთა ხელფასიც ამ დრომდე დაახლოებით 1 000 ლარი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობა 48 თანამშრომელმა დატოვა. 

სახელფასო ფონდი გაიზარდა საკრებულოშიც. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის 54 000 ლარით გაზრდა 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნამ გამოიწვია, რომლის ვალდებულებაც კანონის თანახმად ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას.
საკრებულოს წლიური სახელფასო ფონდი 839 400 ლარს შეადგენს. ჯამში მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი 4 299 400 ლარია. 
თვითმმართველობას ხელფასების მატების გამო აკრიტიკებს ოპოზიცია. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, მერიისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი მხოლოდ ხელფასების გაზრდა გახდა, რის გამოც მათ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. 
ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930