გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

12-11-2018

მმართველი გუნდისაგან მარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას ეხებოდა.

„შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს , რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მან ასევე, განაცხადა, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან მისი შვილები და შესაბამისად, ის რეაგირებას ელოდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავისი განცხადებით ჯარისკაცებს ემუქრება.

„მე პატივსვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930