გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

4-12-2018

თბილისის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

 

დიდუბის რაიონი

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვანის და მიქელაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ძმები კარბელაშვილების, ყურაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების  XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ზღვისუბნის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

გლდნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031