გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
შესაძლოა, ოპოზიციამ ინაუგურაციის დღეს თელავში აქცია გამართოს

7-12-2018

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 16 დეკემბერს  გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება, - ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


"ეს არის ფართო პოლიტიკური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია გრიგოლ ვაშაძის გარშემო. გადაწყვეტილება ასეთ ფორმატში მიიღება. აქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, შევარჩევთ ისეთ ადგილსა და ფორმატს, რომელიც ყველაზე ეფექტური და სწორი იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, აქციის ჩასატარებლად კონსულტაციები გრძელდება და ყველა ფორმატი განიხილება.

„დიახ, განიხილება ყველა ფორმატი, რომ ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილი იყოს ეფექტურად გაჟღერებული“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930