23-01-2018
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, სუბოტექსი, რომლის 45 აბი და 4 ნატეხი დაკავებისას გიორგი გიორგანაშვვილს აღმოუჩინეს, ერთ-ერთი დამანგრეველი ნარკოტიკია.
კითხვაზე, თუ რამდენი ადამიანი მოიხმარს ერთ აბ სუბოქეტსს, ლაშა კილაძე აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია მიღების ფორმაზე.
„როცა ხდება ნარკოტიკის ინტრავენული მიღება, როგორც წესი, ნარკოტიკული თრობის ეფექტის მისაღებად 8 მილიგრამიან სუბოტექსს საშუალოდ 8 ადამიანი იღებს. ანუ, დაახლოებით 8 ადამიანისთვის არის განკუთვნილი 1 აბი. რაც შეეხება ნაკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რასაც ეს აბები შეიცავს, არსებული კანონმდებლობით, 0.372 გრამი რამდენჯერმე აჭარბებს დიდ დოზას“-განაცხადა კილაძემ.
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, სუბოტექსი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დამანგრეველი ნარკოტიკია, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოაქვს.
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ინტრავენული მოხმარებით ის საკმაოდ მძიმე ნარკოტიკია, ოპიოიდების ჯგუფს მიეკუთვნება და მისთვის დამახასიათებელი ზეგავლენა და გვერდითი ეფექტები აქვს. ჯანმრთელობისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ვითარდება დამოკიდებულების სინდრომი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და შესაბამის ძალიან რთულ და ძვირადღირებულ სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს“ - განაცხადა ლაშა კილაძემ.
დღეს, საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის ხმაურიანი სასამართლო პროცესი გაიმართა.
ადგილზე შეიკრიბნენ მისი მეგობრები, რომელთა შორისაც იყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. ისინი „ბახალას“ განაჩენს აპროტესტებდნენ.
გიორგი გიორგანაშვილი 2016 წლის 25 იანვარს თბილისში დააკავეს. ჩხრეკისას მას 45 აბი სუბოტექსი და აბის 4 ნატეხი აღმოაჩნდა.
19-12-2024
18-12-2024