გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

16-12-2018

„იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ.


მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა.


„ზოგადად, ალბათ არც ღირს ამის კომენტირება. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნიკოლა სარკოზის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. როდესაც ასე საუბრობს მასზე მიხეილ სააკაშვილი, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930