გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყის მასივის ჩამოშლის საფრთხის გამო ხვალ წყნეთი-სამადლოს გზაზე მოძრაობა გადაიკეტება

7-05-2019

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყნეთი - სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.


ამის გამო, მიმდინარე წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება.


"გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს, უნდა ჩატარდეს დამატებითი - პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი"-აცხადებენ მერიაში.


სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930