გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

7-01-2019

გრიპის ვირუსით გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევა-რამდენიმე საათის წინ სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსი 25 წლის ოთარ ჩილაშვილის დაღუპვის მიზეზი გახდა. მან კლინიკას 29 დეკემბერს მიაკითხა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა, რასაც გარდაცვლილის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ და მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.


სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსი გახდა დღეს კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი. ორივე მათგანი ქალია. 41 წლის პაციენტი თბილისში, 40 წლის კი ფოთში დაიღუპა. ორივე პაციენტს ვირუსი თანმდევი დაავადების ფონზე გაურთულდა.


საგანგებო რეჟიმზეა გადასული თბილისის მასშტაბით 5 სამედიცინო დაწესებულება. ისინი ხვალიდან მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში მოემსახურებიან. ადგილზე ამბულატორიულ დახმარებას გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტებს ჰოსპიტალში გააგზავნიან.


მცხეთის სამედიცინო ცენტრში კი კარანტინია გამოცხადებული.


სპეციალისტები განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალ მოსახლეობას აფრთხილებენ. გართულების თავიდან ასაცილებლად მათზე პრეპარატი ტამიფლუ უფასოდ გაიცემა, მაგრამ ამისთვის ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ფორმა ასია საჭირო. სპეციალისტების მოსახლეობას არ ურჩევენ "ტამიფლუთი" თვითმკურნალობას და მოუწოდებენ, ექიმს გრიპის ვირუსის სიმპტომების, მაღალი ცხელების, ხველებისა თუ თავის ტკივილის პირველი შემთხვევაში მიმართონ.




RUSTAVI2.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031